რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია” მშობელთა კავშირი, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, 
თსუ სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების   ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით აქციას გამართავენ. 
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებას და ხელისუფლებას შეახსენონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა საქართველოში, ასევე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის  თანაბარი  პირობებისა  და  შესაძლებლობების  შექმნა   განათლების,  პროფესიული    გადამზადებისა  და  დასაქმების  სფეროში, მათი სოციალური აქტივობისა  და რეაბილიტაცის მხარდაჭერა.
აქცია 1 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       