საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში პაპუნა პაპასკირისა და ნინო კალანდიას გამოფენა „13/13“ იმართება.  
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პროექტის კონცეფციაა  პირობითად გააზრებული აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს  გაგრძელდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 
მუზეუმის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების, ნინო კალანდიასა და პაპუნა პაპასკირის ერთობლივი შემოქმედება, რომელიც აფხაზეთის თემაზეა შექმნილი. ორივე მხატვარი წარმოშობით სოხუმიდანაა. ავტორები, 19 წლის შემდეგ, ამ თემატიკას პირველად ეხებიან. 
გამოფენა დღეს 17:00 საათზე დაიწყება და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       