საქართველოს პირველი ლედი და აშშ-ს ელჩი მსოფლიო შიდსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან
საქართველოს პირველი ლედი და აშშ-ს ელჩი მსოფლიო შიდსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან
11:55 30.11.2012
საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, მსოფლიო შიდსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.
პროგრამის ძირითადი მიზანი, მაღალი რისკის ჯგუფებისათვის ნებაყოფლობითი კონსულტაციებისა და ტესტირებების საშუალებით, დაავადების პრევენციაა.
USAID საქართველოში აივ/პრევენციის სფეროში პროექტებს 2002 წლიდან ახორციელებს. პირველი პროექტი, რომლის ბიუჯეტმა 7 მილიონს დოლარს მიაღწია, 2010 წელს დასრულდა. მიმდინარე ხუთწლიანი აივ/პრევენციის პროგრამის ბიუჯეტი კი 6 მილიონი დოლარია.
ღონისძიება 1 დეკემბერს, 13:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში გაიმართება.

ბეჭდვა