კონკურსის "Imagine Cup" გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
კონკურსის "Imagine Cup" გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
18:23 07.03.2012
"Microsoft საქართველო" საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში -  „Imagine Cup" მიიღებს მონაწილეობას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული გუნდი 6-10 ივლისს ავსტრალიაში, მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება.

კონკურსის თემაა სამყარო, რომელშიც ტექნოლოგია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესშია ჩართული. "Imagine Cup-ში" მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეუძლია.

კონკურსის პირველი ეტაპი 7 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდება. რეგიონული ფინალი, რომელშიც 10 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თბილისში 28 აპრილს გაიმართება.


ბეჭდვა