ბიძინა ივანიშვილი და აშშ-ს ელჩთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება
ბიძინა ივანიშვილი და აშშ-ს ელჩთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება
11:12 30.11.2012
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დღეს, „ქორთიარდ მარიოტში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, კერძოდ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 4 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო პროექტისთვის - თანაბარი შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
კონფერენცია დამსწრე საზოგადოებას საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსს, არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკას, ინვალიდობის სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებულ პროგრამებს და მომავალი განვითარების სტრატეგიას გააცნობს.

ბეჭდვა