ქართველმა სპორტსმენმა- ლაშა პატარაიამ  ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 
მან  8 ტონისა და 280 კილოგრამის წონის სატვირთო მანქანა, ცალ ყურზე მობმული თოკით, 21 მეტრისა და 50 სმ-ის მანძილზე გასწია. 
მსოფილო რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა. სარეკორდო ღონისძიება რეკორდსმენთა კავშირ "გიორგის" , ათლეტიზმის ფედერაციისა და ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. 
რეკორდი სპეციალურმა კომისიამ დაამოწმა, სარეკორდო მასალა კი უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების ორგანიზაციაში გაიგზავნება. 
32 წლის ლაშა პატარაიასთვის დღევანდელი რეკორდი რიგით მეშვიდეა. მისი წინა რეკორდებიც მძიმე წონების დაძლევას უკავშირდება. მათ შორის პატარაიას ყურებით გაწეული აქვს ორი მიკროავტობუსი, სამხედრო შვეულმფრენი და ამჯერად უკვე 8-ტონიანი სატვირთო ავტომობილი. 
პატარაია საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას და სამომავლოდ არაერთი სანახაობრივი რეკორდების დამყარებას გეგმავს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       