შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართება
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართება
10:24 30.11.2012
ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას აწყობს.

კონფერენცია თემაზე - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები, დღეს გაიმართება."

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან
სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
პრემიერ-მინისტრი, სამინისტროების პირველი პირები და დიპლომატიური მისიების
ხელმძღვანელები.

ბეჭდვა