საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი),  ხვალ  საქართველოს სახალხო მხატვრის,
სახელმწიფო პრემიის ლაურიატის, პროფესორ ილო პატაშურის საიუბილეო საღამო გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ცენტრიდან აცნობეს,  საიუბილეო საღამოში მონაწილეობას პოეტი ლია სტურუა, ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, ისტორიკოსი ვალერი ასათიანი, მხატვარი ემირ ბურჯანაძე, აგრეთვე ანსამბლები, `კელაპტარი,~ `საგალობელი~  და  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი მიიღებენ.
საღამოს ერეკლე საღლიანი წარუძღვება.
ღონისძიება ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       