სარემონტო სამუშაოების გამო 30 ნოემბერს 11 საათიდან 15 საათამდე ისანი - სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. 
შეზღუდვა აეროპორტის დასახლების და რკინიგზის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
დილის 10 საათიდან 16 საათამდე შეიზღუდება ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგება, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდება.
 
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, ხვალ 10 საათიდან 14:30 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს, კონკრეტულად კი, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ დენის მიწოდება, ხოლო ქვესადგურში "ზღვისპირეთი" პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს - ცოტნე დადიანის, ხიმშიაშვილის, ხუდადოვის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლები ელექტროენერგიას შეზღუდვით  მიიღებენ. 
ასევეGსარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, 10 საათიდან 13 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება კრწანისის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. 
შეზღუდვა ცინცაძის, კოტე აფხაზის და ვერცხლის ქუჩების  მაცხოვრებლებს შეეხებათ . 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       