საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 60 პროცენტი, რიყეზე მშენებარე მუსიკალური ცენტრის დემონტაჟის მომხრეა.
კითხვაზე, „უნდა განხორციელდეს თუ არა რიყეზე მშენებარე მუსიკალური ცენტრის დემონტაჟი“, გამოკითხვის მონაწილეთა 60 პროცენტმა დადებითად უპასუხა, დემონტაჟს კი მონაწილეთა 37,5 პროცენტი ეწინააღმდეგება.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, მონაწილეთა 2,5 პროცენტს გაუჭირდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       