საქსტატში მონაცემთა გავრცელების ახალი სისტემა დაინერგა
საქსტატში მონაცემთა გავრცელების ახალი სისტემა დაინერგა
12:11 29.11.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემთა გავრცელების ახალი პროგრამა PC-Axis დაინერგა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, PC-Axis არის პროგრამული პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე პროგრამული პროდუქტის ერთობლიობას და განკუთვნილია სტატისტიკური ინფორმაციის წარმოსადგენად. PC-Axis ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური ოფისების მიერ ხდება.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციითვე, PC-Axis არის მონაცემთა გავრცელების კომპლექსური სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს საქსტატის ვებ გვერდიდან მიიღოს საჭირო სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა ჭრილში.
ახალი პროგრამის განხორციელება შვედეთის სტატისტიკის სამსახურის მეშვეობით მოხდა.

ბეჭდვა