ბავშვთა კლინიკებში ფსიქო-სოციალური მომსახურება ამოქმედდა
ბავშვთა კლინიკებში ფსიქო-სოციალური მომსახურება ამოქმედდა
18:08 07.03.2012
ბავშვთა ახალ კლინიკებში მოთავსებულ პაციენტებს და მათ ოჯახებს ფსიქოლოგები ფსიქო-სოციალურ მომსახურებას შესთავაზებენ.
მომსახურება პროექტის - "ფსიქო სოციალური სერვისის განვითარება საქართველოს პედიატრიულ დაწესებულებებში" ფარგლებში ამოქმედდა.
ახალი პროექტის პრეზენტაცია ჟვანიას სახელობის კლინიკაში გაიმართა და მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დაესწრო.
ახალი სერვისის მიზანი ბავშვზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების დანერგვა-განვითარებაა. ფსიქოლოგები ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემებითა და ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სტრესის შემცირებაში დაეხმარებიან.

ბეჭდვა