დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
10:13 29.11.2012
სარემონტო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება კრწანისის რაიონის ნაწილს შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ნადიკვარის, ბერძნის, კალანდაძის, გორგასლის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, დღესვე, 11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. კონკრეტულად კი, შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ქერჩის, ხიზანბარელის, შეშელიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

ასევე, სარემონტო სამუშაოების გამო 29 ნოემბერს 11 საათიდან 16 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება ისნისა და ვაკის რაიონების ნაწილსაც შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და ვაზისუბნის დასახლების ნაწილის მაცხოვრებლებს და ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა