საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრი ხათუნა გოგალაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
არასამთავრობო სექტორთან, ეს უკვე მინისტრის რიგით მეორე შეხვედრაა. 
 
გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის განმავლობაში დაგეგმილია გარემოს დაცვის სამინისტროს განახლებული სტრუქტურის, სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის, საკანონმდებლო პროექტებისა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული არამართებული ცვლილებების აღმოფხვრის შესახებ საკითხების განხილვა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრის მიზანია ამ საკითხების შესახებ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინფორმირება და მათგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღება.
შეხვედრას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები  დაესწრებიან.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       