„სპორტის სასახლეში“, საერთაშორისო კომპანია „Little India“-ს ინიციატივით, ინდური პროდუქციის გამოფენა გაიმართება.   
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნება ინდური წარმოების საიუველირო ნაკეთობები, ავეჯი, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ტყავისა და ხის ნაწარმი, ასევე ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები დაათვალიეროს და შეიძინოს. მსგავსი სახის გამოფენა კომპანია „Little India“-მ  მიმდინარე წელს ბათუმსა და ქუთაისში უკვე გამართა.
ინდური პროდუქციის გამოფენა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
გამოფენა დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       