ევროპის საპარლამენტო ქალაქში, ტრადიციული საშობაო ბაზრობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და სტრასბურგის მერმა როლან რეისმა გახსნეს.
კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგველაშვილი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციითვე, სტრასბურგის საშობაო ბაზრობის ღონისძიების საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროსაბჭოში, საპარტნიორო ფონდი და კომპანია „საქართველოს პროდუქტი.“
