კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდება
13:18 28.11.2012
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“ დაჯილდოვდება.

პრემია ყოველწლიურია და მას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს გადასცემს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მომავალი წლის დასაწყისში მოსკოვში გაემგზავრება.
პრემიის საზეიმო გადაცემა კი 23 იანვარს, ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგება.

ბეჭდვა