ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, „არი როლანდის“ ჯაზ-კვარტეტის კონცერტი გაიმართება.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვარტეტი ასრულებს სიმღერებს ჯაზის „ოქროს ხანიდან“. დატვირთული საკონცერტო ტურების პარალელურად „არი როლანდის“ ჯაზ-კვარტეტი ახორციელებს ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს და აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურული წარმომადგენლების რანგში, კვარტეტმა 40 ქვეყანაში 88 ტური ჩაატარა.
კონცერტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით იმართება.
