ეროვნულ არქივში მე-18- და მე-19 საუკუნეებში გამოშვებულ წიგნებს რესტავრაცია უტარდება
ეროვნულ არქივში მე-18- და მე-19 საუკუნეებში გამოშვებულ წიგნებს რესტავრაცია უტარდება
10:52 28.11.2012
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის ძველნაბეჭდ წიგნებს რესტავრაცია უტარდება.

არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში სარესტავრაციო სამუშაოები მე-18 მე-19 საუკუნეებში გამოცემულ 5 წიგნს უტარდება, რომელთაგან უძველესი, 1790 წელსაა დაბეჭდილი.

რესტავრაციის გეგმა, მათი ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, უკვე
შედგენილია. დაზიანების ხარისხის მიხედვით წიგნების რესტავრაციას 1-დან 3 თვემდე დასჭირდება.

ბეჭდვა