დედაქალაქის რიგ უბნებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის რიგ უბნებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
10:00 28.11.2012
სარემონტო სამუშაოების გამო 28 ნოემბერს 12 საათიდან 13 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა სამგორის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს ჩუღურეთის რაიონის ნაწილიც. კონკრეტულად კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ტოვსტონოგოვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, დღეს 11 საათიდან 16 საათამდე ენერგომომარაგება საბურთალოს რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. შეზღუდვა პეკინის გამზირის, ბერბუკის, ალმასიანის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

დღესვე შეზღუდვებით მიიღებს ელექტროენერგიას გლდანის, ნაძალადევის და მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილიც.

კონკრეტულად კი დენის მიწოდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სამღერეთის, წერონისის, ლაითურის, ჟღენტის ქუჩების და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს, ასევე კოჯრის, ამაღლების, ლერმონტოვის, იაშვილის, ჭონქაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, კაჭარავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.

ბეჭდვა