გამოკითხულთა უმრავლესობა ამნისტიის შემდეგ კრიმინოგენული ვითარების დაძაბვას ვარაუდობს
გამოკითხულთა უმრავლესობა ამნისტიის შემდეგ კრიმინოგენული ვითარების დაძაბვას ვარაუდობს
18:00 27.11.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 55,3 პროცენტი ამნისტიის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გამწვავებას ვარაუდობს.

კითხვაზე „მიგაჩნიათ თუ არა, რომ პატიმრების მასობრივი შეწყალება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს“, გამოკითხვაში მონაწილეთა 55,3 პროცენტმა დადებითად უპასუხა, 31,6 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ამნისტია ქვეყანაში კრიმინალის დონეს არ გაზრდის.

ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვის მონაწილეთა 13,1 პროცენტს გაუჭირდა.

ბეჭდვა