ილიას უნივერსიტეტში ხვალ სტუმრად ამერიკული ჯაზ-კვარტეტი იქნება
ილიას უნივერსიტეტში ხვალ სტუმრად ამერიკული ჯაზ-კვარტეტი იქნება
16:57 27.11.2012
ნიუ-იორკში მოღვაწე არი როლანდის ჯაზ-კვარტეტი ხვალ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან ვორქშოფს გამართავს.

ილიას უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვარტეტის მუსიკა ჯაზის უდიდესი ოსტატების - ლუი არმსტრონგის,დიუკ ელინგტონისა და დიზი გილესპის მიერაა შთაგონებული, ხოლო დაკვრა კვარტეტის წევრებმა ნიუ-იორკის ჯაზის ცოცხალი ლეგენდებიდან ისწავლეს. კვარტეტის რეპერტუარში შედის როგორც სიმღერები ჯაზის ოქროს ხანიდან (1930-50 წწ), ისე საკუთარი კომპოზიციები, რომლებმაც საერთაშორისო ჯაზ-პრესის საყოველთაო აღიარება მოიპოვეს.

გარდა საკონცერტო ცხოვრებისა, ისინი ხელმძღვანელობენ ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს, რომელთაც ერთად მოჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსები. როგორც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურულ წარმომადგენლებს, კვარტეტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში 88 ტური აქვს ჩატარებული.

ბეჭდვა