პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” - კონფერენცია გაიმართა
პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” - კონფერენცია გაიმართა
16:44 27.11.2012
პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ დღეს, თემაზე - „კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში,“ კონფერენცია ჩატარდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის (GIZ PSDP Georgia) ფარლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიიღეს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, კონფერენციის მიზანი პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა და ამ მიმართულებით პროფესიული კოლეჯის - ”სპექტრი” გამოცდილების გაზიარება იყო.

ბეჭდვა