კახა კალაძე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
კახა კალაძე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
15:49 27.11.2012
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერა და ფაკულტეტის მუშაობას გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 15 წარმატებულ სტუდენტს საქველმოქმედო ფონდიდან - „კალა ფონდი“ ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება.

შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა