„თელასის“ პრობლემებზე მომუშავე კომისიის სხდომა 29 ნოემბერს გაიმართება
„თელასის“ პრობლემებზე მომუშავე კომისიის სხდომა 29 ნოემბერს გაიმართება
12:31 27.11.2012
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, 29 ნოემბერს კომპანია „თელასის“ პრობლემებზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართება.

კომისია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინიციატივით, გასულ კვირას შეიქმნა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომისია „თელასიდან“ ივნისში გაშვებული 107 ადამიანის შესახებ იმსჯელებს, ხოლო შემდეგ მსჯელობა უკვე სექტემბერში დათხოვილი 73 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას შეეხება.

ბეჭდვა