კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" პრესსამსახურის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით,
27 ნოემბერს დილის 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება ფანასკერტელის ქუჩაზე 19, 20, 22 კორპუსების, ასევე დოლიძისა და ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.
შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.
