თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
10:34 27.11.2012
სარემონტო სამუშაოების გამო 27 ნოემბერს 13 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, ალმასიანის, ბერბუკის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დღესვე, 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება ისანი – სამგორის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"თელასის" ცნობითვე, ქვესადგურში "სოლოლაკი", სარემონტო სამუშაოების გამო 27 ნოემბერს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აგრეთვე კრწანისის რაიონის ნაწილს.

შეზღუდვა ახუნდოვის, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.





ბეჭდვა