ტყიბულში გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლითი სესია გაიმართება
ტყიბულში გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლითი სესია გაიმართება
16:03 26.11.2012
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ხვალ ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვევა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ტყიბულის ტყის მასივის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სხვა ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების შესწავლა. ასევე გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან - ელისო ჩაფიძესთან.

დაგეგმილია აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სესია.


ბეჭდვა