ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში, ნინო ღამბაშიძის წიგნის „წამებაი წმიდისა შუშანიკისა,
დედოფლისაი - სრული ტექსტი, შენიშვნებით, კომენტარებითა და ილუსტრაციებით“ პრეზენტაცია გაიმართება.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაშრომში წარმოდგენილია ტექსტის დეტალური ანალიზი, როგორც სახისმეტყველებითი, ასევე ისტორიული და ენობრივი კუთხით. წიგნი გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეებისთვის, ტექსტს ახლავს ლექსიკონი და განმარტებები.
ნაშრომი პროფესორ რევაზ სირაძის ხსოვნას ეძღვნება.
პრეზენტაცია დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.
