ანიკაშვილი საპენსიო კანონში ცვლილებებს უსამართლოს უწოდებს
ანიკაშვილი საპენსიო კანონში ცვლილებებს უსამართლოს უწოდებს
16:01 07.03.2012
,,ქრისტიან-დემოკრატები" საპენსიო კანონში ცვლილებებს უსამართლოს უწოდებენ.
აღნიშნული განცხადება "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხი განიხილებოდა.
მაგდა ანიკაშვილის განმარტებით, მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები და მარჩენალდაკარგულები ისევ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლები დახმარების იმედად რჩებიან და მათთვის სადაზღვევო პაკეტიც არ არის გათვალისწინებული. ანიკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ასაკით პენსიონერ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის უსამართლო ზღვარი დაწესდა.
,,უსამართლოა, რომ დაირღვა ასაკით პენსიონერებზე ზღვარი, რომელიც 67 წელზე გადის. თუ ქალბატონები 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე, მათ 140 ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი მოუწევთ, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ 2 წელი, რადგან მათ პენსია 65 წლის ასაკში ენიშნებათ" , - აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.

ბეჭდვა