სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გუდამაყრელთა პოეზიის საღამო გაიმართება
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გუდამაყრელთა პოეზიის საღამო გაიმართება
16:27 23.11.2012
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზარდულ ცენტრში ხვალ გუდამაყრელთა პოეზიის საღამო გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას გუდამაყრისა და ფასანაურის სკოლის მოსწავლეები, ასევე პოეტები: დიმიტრი წიკლაური, მამუკა წიკლაური, ტარიელ ხარხელაური და მარიამ წიკლაური მიიღებენ.

საღამოზე წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის ლექსებს და ასევე გუდამაყრელ ხალხურ მთქმელ-მელექსეთა ჯერაც გამოუქვეყნებელი ლექსებს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს ფარგლებში გაიმართება გოდერძი ჩოხელის წიგნის "ნაწილიანი"-ს პრეზენტაცია.

გუდამაყრელთა პოეზიის საღამო ხვალ 16 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა