საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს დელეგაციას შეხვდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რაგბის საერთაშორისო საბჭოს - IRB-ს მაღალჩინოსნები - განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი - მარკ იგანი, რაგბის კომიტეტის თავმჯდომარე - გრეჰემ მური და, ასევე, რიჩი დიქსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ეს უკანასკნელი 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ამჯერად კი IRB-ს განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და კონსულტანტია.
შეხვედრაზე მხარეები სახელმწიფოს მხრიდან რაგბის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავენ.
