სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი დღეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მაღალჩინონებთან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან, სამინისტროში ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რაგბის საერთაშორისო საბჭოს - IRB-ს მაღალჩინოსნები - განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი - მარკ იგანი, რაგბის კომიტეტის თავმჯდომარე - გრეჰემ მური და, ასევე, რიჩი დიქსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ეს უკანასკნელი 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ამჯერად კი IRB-ს განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და კონსულტანტია.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქართული რაგბის ახალ სტადიაზე გადასვლის პროცესში სიახლეების დანერგვის საკითხებს განიხილავენ.
