ხელბურთის ფედერაცია დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს
ხელბურთის ფედერაცია დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს
10:40 22.11.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, დღეს, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება. არჩევნებში ხმის უფლების მქონე 22 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფედერაციის პერეზიდენტობისათვის 3 კანდიდატი - ვახტანგ მეიფარიანი, ზურაბ კაკაბაძე და ზაზა კალანდაძე იბრძოლებს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩვევნები დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა