ხელბურთის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს 22 ნოემბერს აირჩევს
ხელბურთის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს 22 ნოემბერს აირჩევს
18:54 21.11.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, ხვალ, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება. არჩევნებში ხმის მიცემის მქონე 22 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფედერაციის პერეზიდენტობისათვის 3 კანდიდატი - ვახტანგ მეიფარიანი, ზურაბ კაკაბაძე და ზაზა კალანდაძე იბრძოლებს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩვევნები ხვალ 14:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა