8 მარტს ძირითადად ქალბატონები იბადებიან
8 მარტს ძირითადად ქალბატონები იბადებიან
14:41 07.03.2012
8 მარტს ძირითადად ქალბატონები იბადებიან. როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრიდან აცნობეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 426 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან 10 024 ქალბატონია, ხოლო 6 402 მამაკაცი.
მათივე ინფორმაციით, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა თბილისში, (4079), იმერეთში (2091), ქვემო ქართლში (1960), კახეთსა (1484) და აჭარაში (1401) ცხოვრობენ.
8 მარტს ყველაზე მეტი ადამიანი – 276 მოქალაქე 1960 წელს დაიბადა, ისინი წელს 52 წლის გახდებიან.


ბეჭდვა