ორგანიზაცია „საქართველოს იეზიდთა სახლი“-ს მოწვევით, საქართველოს, ერაყის ქურთისტანის რეგიონის, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და შემოქმედებითი ჯგუფები ესტუმრნენ. დელეგაცია 35 ადამიანითაა განსაზღვრული.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება.
კერძოდ, დღეს, თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ქ. აკრას ხალხური ახალგაზრდული ანსამბლი კონცერტს გამართავს. კონცერტზე ნაციონალური ცეკვისა და სიმღერის პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისი არტ ჰოლში კონცერტი ქ. ერბილის ქურთული კულტურის ფოლკლორულმა ანსამბლმა გუშინ გამართა.
