კახა ბექაური ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
კახა ბექაური ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
17:31 20.11.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, დღეს გამართულ ტყვიის სროლის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით კახაბერ ბექაური აირჩიეს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 33 დელეგატი მონაწილეობდა, კახა ბექაური კი ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს ვიცე-პრეზიდენტები - ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ტყვიის სროლაში - ნინო სალუქვაძე და სასტენდო სროლაში მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე - თამაზ იმნაიშვილი.

ტყვიის სროლის ფედერაციას 2010 წლიდან გია უდესიანი ხელმძღვანელობდა.

ბეჭდვა