"ბავშვთა ცენტრსა" და "ჩერქეზული კულტურის ცენტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
"ბავშვთა ცენტრსა" და "ჩერქეზული კულტურის ცენტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
14:35 07.03.2012
"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა" და "ჩერქეზული კულტურის ცენტრს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ისინი ერთობლივ პროექტს - "კავკასიურ კვირეულს" განახორციელებენ.

კვირეული სხვადასხვა კულტურულ და სამეცნიერო ღონისძიებებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, კავკასიის ყველა რეგიონის ახალგაზრდებთან ურთიერთობის გაღრმავება იგეგმება.

კვირეულის მიზანს კავკასიის ხალხთა მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ახალგაზრდობის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების გაცნობა წარმოადგენს.

პროექტი კავკასიის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებისთვის სალექციო კურსისა და სხვადასხვა დაწესებულებებში ვიზიტით განხორციელდება.



ბეჭდვა