საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენა - „თბილისური შემოდგომა 2012“ გაიმართება
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენა - „თბილისური შემოდგომა 2012“ გაიმართება
16:55 20.11.2012
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), არტ-ფონდი მხატვართა გამოფენას - "თბილისური შემოდგომა 2012." აწყობს.

როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობას 12 მხატვარი მიიღებს.

არტ-ფონდისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, გამოფენა ხვალ 16:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა