საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ფესტივალი იხსნება
საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ფესტივალი იხსნება
15:33 20.11.2012
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, კონოთეატრ „რუსთაველში“ ხვალ მხატვრული ფილმების ფესტივალი გაიხსნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხვალვე პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიღება გაიმართება, სადაც ასევე კულტურული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

კინოთეატრ „რუსთაველში“ ფესტივალი ხვალ 15:00 საათზე გაიხსნება, მიღება ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი 19:20 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა