თსუ ამერიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სალექციო კურსს მასპინძლობს
თსუ ამერიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სალექციო კურსს მასპინძლობს
13:39 20.11.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დღეს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სალექციო კურსს თემაზე -„ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა“ -უმასპინძლებს.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ვირტუალურ ლექციაზე ისაუბრებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე კავკასიაში.

ლექციებს ონლაინ რეჟიმში ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ჩაატარებენ და მას ტელეხიდის საშუალებით სტუდენტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შეუერთდებიან.
2011-2012 წლებში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ განახორციელა ვირტუალური ლექციების ორი ციკლი, რომელიც მიეძღვნა არჩევნების თემას და კონფლიქტების გადაწყვეტის გზებს ამერიკის ისტორიაში.

ბეჭდვა