დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის დღეები გაიმართება
დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის დღეები გაიმართება
16:21 19.11.2012
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ ფონდ „რუსსკი მირის“ მხარდაჭერით და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს „ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში, დაბადებიდან 175 წლისთავისადმი ჩაატარებს.

როგორც „ნიუსპრესს“ საგანმანათლებლო კავშირიდან აცნობეს, ფორუმის ძირითადი მიზანი რუსულ-ქართულ კულტურულ სივრცეში კონტაქტების განახლებაა. საუბილეო დღეებში ჩატარდება სამეცნიერო სესიები, შემოქმედებითი შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, საჯარო ლექციები სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის. ასევე საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ ჩაატარებს საბავშვო ნახატების კონკურსს სახელწოდებით - „ჩემო კარგო ქვეყანა.“

საიუბილეო დღეების ფარგლებში „რია ნოვოსტის“ ოფისში პრეს-კონფერენციაც გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დღეებთან დაკავშირებული ფორუმი სანკტ-პეტერბურგში 25-30 ნოემბერს გაიმართება.

ბეჭდვა