საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს დაბადების დღეს ულოცავს.
დიდ ქართველ მწერალს 91 წელი შეუსრულდა.
„ბატონო ჭაბუა, უდიდეს შემოქმედსა და ერისკაცს, გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი კლასიკოსი ჰყავს. მიხარია, რომ ამ დაბადების დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, ქართველი ერის მიმართ თქვენს შეგონებას და ღვაწლს უკვალოდ არ ჩაუვლია. ახლა, ერთი წლის შემდეგ, თქვენს შეკითხვას მინდა გავცე პასუხი და თქვენივე სიტყვებით გითხრათ - დიახ, ვენდობი ქართველი ხალხის გონიერებას! ჩვენ ეს სულ ახლახანს დავამტკიცეთ. ვიცი, ეს ყველაზე მეტად თქვენ გახარებთ. წინ კიდევ უამრავი სირთულეა გადასალახი და თქვენი შეგონება გვჭირდება. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ“ - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული მილოცვის ტექსტში.
