საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპირველობაზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში ითამაშებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპირველობაზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში ითამაშებს
11:49 19.11.2012

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, სლოვენიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.


ევრობასკეთის ფინალური ეტაპის კენჭისყრა მასპინძელ ქვეყანაში, სლოვენიაში ჩატარდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, ჯგუფს ძლიერად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა უფრო ძლიერი ჯგუფიც შეგვხვედროდა.

"საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შეიძლებოდა, კიდევ უფრო უხერხული მეტოქეები შეგვხვედროდა ანაც პირიქით, უფრო სუსტ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ჩვენს ჯგუფზე უფრო ძლიერი ორი ჯგუფია.

ყველაზე პრინციპული მეტოქე ხორვატიაა, რადგან მიმაჩნია, რომ ჯგუფიდან გამსვლელი მესამე გუნდის ვინაობა ჩვენს შორის უნდა გადაწყდეს. ამით მე არ ვაკნინებ ჯგუფის დანარჩენ წევრებს - პოლონეთსა და ჩეხეთს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდების დასამარცხებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება“ - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში 4-22 სექტემბერს გაიმართება.

 

ბეჭდვა