საქსტატს ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ექსპერტები ეწვივნენ
საქსტატს ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ექსპერტები ეწვივნენ
11:32 19.11.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დღეს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია. ამ მისიის ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე ვიზიტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტი საქსტატის თანამშრომლებს დაეხმარება სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა გავრცელების ახალი ერთიანი სისტემის შექმნასა და დანერგვაში.

ბეჭდვა