ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ისტორიული რეპრეზენტაცია:
თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები“ გაიხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. აკადემიკოსმა თსუ -ს ბიბლიოთეკას საჩუქრად პირადი ბიბლიოთეკა (4500-მდე წიგნი) და შალვა მაყაშვილის ფერწერული ტილო გადასცა.
„ამ დღეებში ვიგრძენი, რომ ჩემს შრომას უქმად არ ჩაუვლია. განსაკუთრეებით სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდობა ასე გულწრფელად გამომეხმაურა. უნივერსიტეტი არასდროს ყოფილა ჩემთვის სამსახური. ვერ ვიტყვი რომელი სახლი იყო - პირველი თუ მეორე. ამიტომ კანონზომიერია, რომ ჩემი ბიბლიოთეკა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდი, უნივერსიტეტს ვაჩუქო“- აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძემ.
მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ხვალ დასრულდება.
