საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს პარიზში მიემგზავრება, სადაც 21-25 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს სპორტისა და ახალგარზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოს პირველობაზე სპორტსმენები 180 ქვეყნიდან გამოვლენ.
საქართველოს ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზიის მქონე 8 სპორტსმენით წარსდგება. ქართულ დელეგაციას საბრძოლო სახეობათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია უხელმძღვანელებს.
საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა 16 ნოემბერს კარატეს აკადემიაში მედიისათვის ღია ვარჯიში გამართეს. ქართველი კარატისტები პარიზში საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას გეგმავენ.
