დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
10:23 16.11.2012
თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება.

ქვესადგურ „ზაჰესი-35“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო დღეს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დღესვე სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს მთაწმინდის რაიონის ნაწილიც.

კერძოდ შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, ფხოვის, თაბუკაშვილისა და ხაზინის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქვესადგურ „კიკეთში“ სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგია დიდგორის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება.

ბეჭდვა