ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ისტორიული რეპრეზენტაცია:
თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები“გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, კონფერენციაზე ორი სექცია იმუშავებს, რომელზეც ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა თემაზე წაიკითხავენ მოხსენებებს.
ღონისძიების ფარგლებში თსუ პირველი კორპუსის ფოიეში მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება.
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად პირად ბიბლიოთეკას (4500-მდე წიგნი) და შალვა მაყაშვილის ფერწერულ ტილოს გადასცემს.
კონფერენცია 17 ნოემბრამდე გასტანს.
